Select your region
and interface language
We’ll show relevant
Telegram channels and features
Region
avatar

შოთა მარტინენკო / Shota Martinenko

shotamartinenko
Subscribers
2 320
24 hours
2
30 days
-15
Post views
1 375
ER
59,74%
Posts (30d)
25
Characters in post
610
Insights from AI analysis of channel posts
Channel category
Politics
Audience gender
Male
Audience age
35-44
Audience financial status
Middle
Audience professions
Media & Communication
Summary
April 24, 10:38
Media unavailable
1
Show in Telegram

დაიდო 2025 წლის მიგრაციის სტატისტიკა:
წლის განმავლობაში ქვეყანაში 13 853-ით მეტი უცხოელი შემოვიდა, ვიდრე გავიდა.
ასევე იმის წინა წელსაც 13 544-ით მეტი უცხოელი შემოვიდა, ვიდრე გავიდა.
ანუ, კობახიძე რომ გვამშვიდებს, ნუ გეშინიათ, ორი წლის წინ ჩატარებული საყოველთაო აღწერით ქვეყანაში "მხოლოდ" 257 ათასი მიგრანტიაო, ახლა, მათივე დათვლებით, მიგრანტების რაოდენობა უკვე 284 ათასზე ავიდა.
ამათივე სტატისტიკით, ყოველ წელს ქვეყანას მინიმუმ 13 ათასი უცხოელი ემატება (წლების დიდ ნაწილში კი ბევრად მეტიც), ანუ დღევანდელი ტენდენცია მინიმუმზე რომ დავთვალოთ, ნიშნავს, რომ სულ რაღაც 10 წელიწადში საქართველოში მიგრანტების რიცხვი მინიმუმ 410 ათასს გადააჭარბებს.
ოღონდ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამათი სტატისტიკა მანიპულაციური პოლიტიკური ტყუილია და მიგრანტების რეალური რაოდენობა ქვეყანაში ბევრად მეტია და კიდევ უფრო გასაგები გახდება, რამდენად მძიმე ვითარებაში ვიმყოფებით.

April 22, 15:48

რა ვითარებაა ბაზალეთში მიგრანტებზე მიწების გაყიდვის პრობლემის ირგვლივ
გთხოვთ, მაქსიმალურად გავაზიაროთ, ძალიან მნიშვნელოვანია:
https://www.facebook.com/reel/1302006781807345

April 20, 13:32
Media unavailable
1
Show in Telegram

აჰა, ხო მაგრა ამთავრებენ ნაცებს?!))
ასაკრძალი პარტიების სიაში ფედერალისტებიც ჩაამატეს, რომ საკონსტიტუციოს პროცესის დაწყების ვადა კიდევ 9 თვით გაიხანგრძლივონ))
ვისაც სერიოზულად გჯერათ, რომ ესენი მათივე დაფინანსებულ და მომავალი არჩევნებისთვის კვლავ საფრთხობელად გამზადებულ ნაცებს მართლა აკრძალავენ, მინდა გამცნოთ, რომ ბანალურად გეკაიფებიან, ხალხო...

April 18, 19:58

აუცილებელი ნაბიჯია, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარება გამოსწორდეს
გთხოვთ, მაქსიმალურად გავაზიაროთ:
https://www.facebook.com/reel/1306833878037148

April 17, 10:10
Media unavailable
1
Show in Telegram

ოცნების დეპუტატი ადასტურებს, არაბები მიგრაციის წინააღმდეგ საქართველოში არსებული პროტესტით შეშფოთდნენ და მის ჩახშობას ითხოვენ.
და ჩვენც დავარწმუნეთ, რომ ჩავახშობთო.
ჩვენ რომ ვაფრთხილებდით ყველას, 7 მილიარდით არაბების შემოსვლა მათ უზარმაზარ პოლიტიკურ გავლენებს გულისხმობსო და ქოცგამპრავებლები რომ კითხულობდნენ, რა გავლენებზე საუბრობთო, აი ამგვარ გავლენებზე იყო საუბარი - ჩვენს ქვეყანაში რა პროტესტი შეიძლება იყოს ან არ იყოს, პირდაპირ მაგის განკარგვაზე აყენებენ უკვე პრეტენზიას.
და ხო, კიდევ, ვინც ნიჰილიზმს თესავს და გაიძახის, ბრძოლას შედეგი არ მოაქვს და აზრი არ აქვსო, აგერ მთავრობის აღიარებითვე შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ არაბები სერიოზულად დაიძაბნენ ქვეყანაში არსებული პროტესტით, ანუ ყველაზე კარგად ისინი გრძნობენ, რომ მათ გეგმებს პრობლემა ექმნება და უიმედობის თესვის ნაცვლად საზოგადოების მასიური ჩართულობა და აქტიურობა იქნა, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და უბრალოდ შანსი არ ექნებათ აქ არაბული ექსპანსიის გატანის.

April 16, 11:18
Media unavailable
3
Show in Telegram

აბანოთუბნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს გვერდით, მდებარეობს ძველი ქართული ეზო, რომლის ძირძველ მცხოვრებლებს საქართველოს ხელისუფლება ექსპროპრიაციის წესით პირადი საცხოვრებელი ქონების ჩამორთმევას უპირებს და ამ ტერიტორიაზე ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრის აშენებას გეგმავს.
ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონის - „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ - მითითებით ამართლებს.
თუმცა საკმარისია გადავიკითხოთ აღნიშნული კანონი და მისი კონკრეტული პუნქტები, რომ ნათლად დავინახოთ: კანონში ჩამოთვლილი არც ერთი საფუძველი არ შეესაბამება მოცემულ შემთხვევას.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით:
ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის;
ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის;
გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის;
დ) ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის;
ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისათვის;
ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის;
ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის;
თ) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის;
ი) ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის;
კ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის;
ლ) აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობისთვის ან/და მისი გაფართოებისთვის.“
ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი არ წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ობიექტს. მსგავსი ტიპის კულტურული ნაგებობის აშენება თავისუფლად შესაძლებელია სხვა ლოკაციაზე, ისე რომ არ დაირღვეს მოქალაქეების საკუთრების ფუნდამენტური უფლება.
ამ პირობებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი სახლების იძულების წესით ჩამორთმევა წარმოადგენს არა მხოლოდ უსამართლობას, არამედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას. ეს არის პრეცედენტი, რომელიც ქმნის საშიშ პრაქტიკას - როდესაც კერძო საკუთრება შეიძლება დაირღვეს არა რეალური საზოგადოებრივი საჭიროების, არამედ ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამ ადამიანებს მაქსიმალური მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებათ. დაუშვებელია, საქართველოს მოქალაქეები დაიჩაგრონ უცხო ქვეყნის ინტერესების გამო.

April 14, 11:23

ზოგს რომ ჰკითხო, არაბიზაცია არ მიმდინარეობს...
გთხოვთ, გავაზიაროთ:
https://www.facebook.com/share/r/1J99pGMfwq/

April 11, 20:40
Media unavailable
1
Show in Telegram

ქრისტე აღსდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

April 08, 11:11

როგორც არ უნდა დასრულდეს ახლა ირანის ომის მოლაპარაკებები, განხილვის მაგიდაზე არსებული ყველაზე ოპტიმისტური სცენარებიდან დაწყებული, ყველაზე პესიმისტური სცენარებით დასრულებული, ამ მომენტისთვის რეალურად შესაძლო ვერსიებიდან რაც არ უნდა დაჯდეს, ვფიქრობ, ერთი რამე უკვე ცხადია - ჩვენი პროგნოზი ამ ომის შედეგებთან დაკავშირებით მართლდება ;)
ამიტომ ხალხმა, რომელიც ზეგადაჭარბებული წარმოდგენების და პროგნოზების ყიჟინას დასცემდა და ჩვენ გვიტევდა რომელიმე მხარის გულშემატკივრობის უაზრო ბრალდებებით, ერთი რამე უნდა გაითვალისწინოს - ჩვენ როცა პროგნოზებს ვაკეთებთ, ამ პროგნოზების შინაარსს იმის მიხედვით კი არ ვაგებთ, თუ რას ვგულშემატკივრობთ, არამედ ვამბობთ იმას, რაც ლოგიკური ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ MOXDEBA.
ამიტომ, გულშემატკივრობით ცხადია ნებისმიერ ვერსიას შეგიძლიათ უგულშემატკივროთ, ამ საკითხში გზა ხსნილია, მაგრამ თუ გაინტერესებთ, გეოპოლიტიკურ პროცესებში რეალურად რა MOXDEBA, უბრალოდ ყურადღებით მოგვისმინეთ ხოლმე და გაიგებთ.

April 08, 09:36
Media unavailable
1
Show in Telegram

ეს ქოცები მართლა სრულიად დაუკრეფავში გადაიჭრნენ!ქვეყანა მართლა თავისი შპს ჰგონიათ, ისე იქცევიან.
რაის ალიევის კულტურის ცენტრი?!
რა "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებაა" ალიევის კულტურის ცენტრი, როგორც ეს ეკონომიკის მინისტრმა მოგვახსენა, ამის გამო ოჯახებს საკუთარი ბინებიდან რომ ასახლებენ?!
ამაზე ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს, არ უნდა გაუვიდეთ ფეოდალებს ასეთი დამამცირებელი უსამართლობა!