Выберите регион
и язык интерфейса
Покажем актуальные для региона
Telegram-каналы и возможности
Регион
avatar

🎙️Radio Tbilisi FM93.5📻 რადიო თბილისი - ახალი ამბები მსოფლიოდან და საქართველოდან - რადიო იწყება ჩვენით 📻

TbilisiFM935
🔴 LIVE ❗ http://tbilisifm.ge 📻 Independent RadioTbilisi FM93.5 By Media Holding HERETI - since 1998
Подписчики
3 840
24 часа
4
30 дней
-14
Просмотры
209
ER
5,6%
Посты (30д)
59
Символов в посте
501
Инсайты от анализа ИИ по постам канала
Категория канала
Новости
Пол аудитории
Мужской
Возраст аудитории
35-44
Финансовый статус аудитории
Средний
Профессии аудитории
Медиа и коммуникации
Краткое описание
April 22, 04:14
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram

🔴
,,პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გაცილებით დიდი მასშტაბისაა, ვიდრე აქამდე იკავებდა”, - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი სუს-ის უფროსის პოზიციიდან მამუკა მდინარაძის შეცვლასთან და მისთვის სრულიად ახალი სამინისტროს ჩაბარებასთან დაკავშირებით.
,,მამუკა მდინარაძე სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაციას გაუწევს, რაც ძლიერი გადაადგილებაა. მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაამტკიცა, რამდენად შეუძლია ამ ურთულეს მისიებს თავი გაართვას. მივესალმები იმ საკადრო ცვლილებებს, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძის გადაყვანას და შს მინისტრად სულხან თამაზაშვილის დანიშვნას გულისხმობს. პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა. ეს ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუციების კიდევ უფრო გაძლიერებას და იმ სისტემის სრულყოფას, რამაც ქართველი ხალხი არაერთხელ დაიცვა და არეულობას გადაარჩინა“, - IPN-ის ცნობითხ განაცხადა წილოსანმა.
კითხვაზე - რატომ გახდა საჭირო აღნიშნული საკადრო ცვლილებები, წილოსანმა უპასუხა, რომ პრემიერის ეს ცვლილებები ნაკარნახევი იყო იქიდან, რომ სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაცია სჭირდებათ, „რასაც ალბათ, მამუკა მდინარაძეზე უკეთ ვერავინ გააკეთებდა“.

April 20, 16:26
Файлы недоступны
2
Открыть в Telegram

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა კალათბურთს თამაშობს - მართალია, ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო, მაგრამ ხომ სცადა?!
😂

April 20, 16:09
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram

🔴
,,მრევლის პოზიცია ყველამ კარგად იცის, ეს გამოჩნდა 17-21 მარტს.
მე მგონი, მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი […]
მას 2017 წლიდან ჰქონდა თავისი პოზიცია, თავის ანდერძთან დაკავშირებით, მოსაყდრესთან დაკავშირებით, ეს წლები მას ეს პოზიცია არ შეუცვლია…”, - ამბობს ,,ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.
ამასთან, ის გამოეხმაურა სასულიერო პირების ნაწილის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქის არჩევაში გარე ჩარევები დაუშვებელია.
,,ერთი-ორი მეუფე გამოვიდა და თქვა, კონკრეტული ფაქტებიც უნდა გვითხრან, ვინ ჩაერია და იყო თუ არა საერთოდ ჩარევის მცდელობა”, - ამბობს მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილმა სავარაუდოდ იგულისხმა მეუფე იაკობი და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი).
ამ უკანასკნელმა, ხელისუფლების მისამართით თქვა:
,,მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ!”.
ხოლო მეუფე იაკობმა განაცხადა:
,,ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ! მაგის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ავირჩევთ, ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება... ილუზიები ყველამ დაივიწყოს”.

April 19, 18:56
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram

⚰️
რუსეთი დაკრძალვის ბუმს განიცდის!
რუსული “კომერსანტის” ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთში 500-ზე მეტი ახალი დაკრძალვის ბიურო გაიხსნა - 37.5%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით.
უკრაინის ომში რეკორდული მსხვერპლის ფონზე, დაკრძალვის ბაზარი აყვავებულია.

April 19, 13:36

‼️
‼️
‼️
ბერი ნიკოლოზ [ნარიმანი] მაქარაშვილი გარდაიცვალა | ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

April 19, 06:15
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში, ევანგელისტური ლიდერების მიერ ორგანიზებულ ერთკვირიან საჯარო ბიბლიის კითხვის სერიაში მიიღებს მონაწილეობას. ქადაგებაში ჩაერთვება და ბიბლიიდან ამონარიდებს წაიკითხავს.
წყარო: The New York Times

April 18, 21:10
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram

🥇
🥈
ლუკა მაისურაძე ეროპის ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა კი, საქართველოს კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა.
თბილისში მიმდინარე, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ანგარიშზე 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალია (ტურნირის მეორე დღეს, ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს, გიორგი სარდალაშვილმა კი ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

April 18, 21:09
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram

🔴
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩენპიონატზე ასპარეზობა მე-5 ადგილზე დაასრულა.
ის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
არსებული ცნობით, სპორტსმენს ხელის ტრავმა აწუხებს.
📌
ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში მიმდინარეობს.
🥇
🥈
საქართველოს ტურნირის მე-3 დღეს ოქროს, ლუკა მაისურაძემ საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა, ტატო გრიგალაშვილმა კი - ვერცხლი.

April 18, 21:09
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram

🔴
💬
,,არც გიორგი სააკაძე გსმენიათ, არც მისი მეორე ვაჟის ამბავი,
არც სამშობლოს შეწირულები გადარდებთ და არც საქართველოსთვის თავდადებულები...
არც რუსთაველი წაგიკითხავთ და არც ილია და აკაკი...
თქვენს შვილს ალბათ ოქროთი ნაქსოვ ბამბებში გაახვევდით,რახათ-ლუქუმის ნექტარს ტუჩებიდან მოწმენდდით, ცივ ნიავს არ მიაკარებდით და სამუდამო კეთილდღეობისთვის, იქ სადღაც შორს,
შუაგულ ევროპაში პრინცად აღზრდიდით...
კაცმა სამება აგიშენათ,
ინტელიგენცია, პროფესურა,
ხელოვანი ხალხი და სპორტსმენები შიმშილს გადაგირჩინათ,
სააკაშვილის დიქტატურა დაგისრულათ, ციხეებიდან გაგანთავისუფლათ,
სისხლისმღვრელი ომი აგაცილათ!!!
შეხედეთ რა ხდება ჩვენს გარშემო!!!
აქ სიმშვიდე, მხოლოდ მისი შეწირული კაპიტალის, პირადი ავტორიტეტის და გამჭრიახობის რეზულტატია!
თავისი პირადი გადადო და ახლა უკვე უმცროს ვაჟსაც ,,აკიდა" ქვეყნის ჭირ-ვარამი...
აქ არავის აუცდეს თითი და ცოტნე ივანიშვილზე აუგი არ გაბედოს!
მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე,ღმერთი მაღალია...
ვისაც გვჯერა-გაგვატარეთ!”, - წერს ლალი მოროშკინა ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

April 18, 15:08
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram

კიევში ტერორისტული თავდასხმის შედეგად უკვე ცნობილია 2 დაღუპულის შესახებ, - განაცხადა კლიჩკომ.
ასევე ცნობილია 5 დაჭრილის შესახებ. მათ შორის ერთი ბავშვია. ასევე იმ სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი, სადაც მსროლელი შეიჭრა და სადაც ამჟამად იმყოფება.
❗️
მისი დაკავების ოპერაცია გრძელდება.