
Твой грузинский
Кто понял хотя бы 60% этого аудио?
Значит у вас хорошая база А1.
👍
😎
მე ვარ გიორგი. ეს ჩემი სახლია. ეს სახლი ჯერ ჩემი პაპის იყო, მერე – მამაჩემის და
ახლა ჩემია. ის საქართველოს ძველ დედაქალაქშია – მცხეთაში. პაპაჩემის პაპაც თურმე
აქ ცხოვრობდა. პაპაჩემიც გიორგი იყო. მე მისი სახელი მქვია. ბებიაჩემის სახელი ჩემს
დას ჰქვია. მამაჩემსაც პაპის სახელი ჰქვია. ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა.
პაპაჩემი წინა საუკუნეში ცხოვრობდა: ის დაიბადა ათას ცხრაას ოცდაათ წელს.
მამაჩემი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტ წელს დაიბადა. მე ათას ცხრაას ოთხმოცდა-
ოთხ წელს დავიბადე. ჩემი და ათას ცხრაას ოთხმოცდაათ წელს დაიბადა. ის ყველაზე
უმცროსია ოჯახში.
ეს სახლი დიდი არ არის, მაგრამ არც პატარაა. სახლს აქვს ერთი მისაღები ოთახი, სამი
საძინებელი, ერთი კაბინეტი, ერთი სამზარეულო, ერთი აბაზანა და ერთი ტუალეტი.
მისაღები ოთახი დიდი და ნათელია. ორი საძინებელი დიდია, ერთი – პატარა.
კაბინეტიც ნათელია. მისაღებ ოთახში არის ერთი მაგიდა, ათი სკამი, ერთი დივანი და
ორი სავარძელი. აქ არის ტელევიზორიც. სამივე საძინებელში არის საწოლები და
კარადები. სამზარეულოში არის მაგიდა, სკამები, გაზქურა, მაცივარი და სასმელების
ბარი.
სახლის წინ პატარა ბაღია. აქ არის ყვავილები, ხეები, ბუჩქები. ბაღში არის ორი
გრძელი სკამი და მაგიდა. ზოგჯერ ზაფხულში აქ გვაქვს საუზმე.
вот такую эстетику мне присылают получатели книги. Спасибо большое
❤️
Отзывы наших студентов, кто прошел начальный уровень и кто решил идти дальше
👍
👍
👍
Скоро новый набор для начинающих и для продолжающих
😎
😎