Выберите регион
и язык интерфейса
Покажем актуальные для региона
Telegram-каналы и возможности
Регион
avatar

🌏 მსოფლიო პოლიტიკა

worldpoliticsnews
გამოიწერეთ ჩვენი არხი
Подписчики
15 500
24 часа
58
30 дней
-184
Просмотры
2 440
ER
16,28%
Посты (30д)
250
Символов в посте
537
Инсайты от анализа ИИ по постам канала
Категория канала
Новости
Пол аудитории
Мужской
Возраст аудитории
35-44
Финансовый статус аудитории
Средний
Профессии аудитории
Прочие
Краткое описание
April 30, 10:15
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram


დონალდ ტრამპი - პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, რომ შეიძლება გააკეთოს
.
“დღეს ვესაუბრე [პუტინს]... ველაპარაკე უკრაინაზე და ცოტა ირანზე ველაპარაკე. სამ სხვადასხვა რაღაცაზე ვესაუბრე, ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა.
მგონია, რომ შედარებით სწრაფად მოვაგვარებთ.
მგონია, რომ მას სურს მოგვარება და ეს კარგია.
მითხრა, რომ [ირანის მიერ ურანის] გამდიდრებაში ჩართულობა სურს, თუ შეუძლია დაგვეხმაროს [შეთანხმების] მიღწევაში. ვუთხარი, რომ ჯობია უკრაინასთან ომის დასრულებაში იყოს ჩართული. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება.
არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს… მასაც [პუტინსაც] არ სურს, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ.
გრძელი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გააკეთოს. შეიძლება გამოაცხადოს ეს…
ვკითხე, თუნდაც მოკლე ცეცხლის შეწყვეტა იყოს. ამდენი ადამიანი კვდება დაუჯერებელია”, - განაცხადა ტრამპმა.

April 30, 10:11
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram


დონალდ ტრამპი - აშშ გერმანიაში ჯარების შემცირების საკითხს განიხილავს
.
„შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში ჯარების შესაძლო შემცირების საკითხს, რის შესახებაც გადაწყვეტილება უახლოეს მოკლე დროში იქნება მიღებული“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
📌
ცნობისთვის, ამჟამად გერმანიაში დაახლოებით 35 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული.

April 30, 10:10
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram

📰
The Guardian - მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტამპის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაგრძელების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 126 დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა.

April 30, 10:09
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram


პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
.
„დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ეს 400 მილიონი ევროპული შესაძლებლობების გაძლიერებისთვის იყო გამოყოფილი და ეს თანხა უკვე გამოთავისუფლდა“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.
მანამდე, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მიჩ მაკკონელმა The Washington Post-ში სტატია გამოაქვეყნა და პენტაგონი კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხების გამოყოფის შეფერხების გამო გააკრიტიკა.
მიჩ მაკკონელმა თანხის გამოყოფის შეფერხებაში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე, ელბრიჯ კოლბი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.
„კოლბიმ დაადგინა, რომ უკრაინისთვის და ასევე, ბალტიისპირეთში ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოების დახმარება „არაეკონომიური ხარჯი“ იყო და ეს ძალისხმევა 2026 წლის ფისკალური ბიუჯეტის მოთხოვნიდან ამოიღო“, - ნათქვამია ამერიკელი სენატორის სტატიაში.

April 30, 10:07
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram

📰
The Times of Israel - ისრაელმა უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთულ რუსულ გემს გადმოტვირთვის უფლება არ მისცა
.
გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსულ გემთან PANORMITIS-თან დაკავშირებით ზომების მიღებისთვის ისრაელს ოფიციალურად მიმართა, ისრაელმა გემიდან მარცვლეულის გადმოტვირთვაზე უარი თქვა.
გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგაც გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას მიესალმა.

April 28, 10:16
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram


სინოდის სხდომა პატრიარქობის სამ კანდიდატს დღეს შეარჩევს. საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ. სრულიად საქართველოს…

April 28, 05:41
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram


სინოდის სხდომა პატრიარქობის სამ კანდიდატს დღეს შეარჩევს
.
საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.
სინოდის თითოეულ წევრს უფლება აქვს, წარადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის – საკუთარი კანდიდატურაც.
სამი მღვდელმთავარი, რომელიც სინოდზე ხმათა უმრავლესობას მიიღებს, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.
კრებაზე ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, იმართება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობას მიიღებს.

April 28, 05:39
Файлы недоступны
1
2
Открыть в Telegram


რუსეთში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

April 28, 05:38
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram

📰
Reuters - დონალდ ტრამპი ომის დასრულების შესახებ ირანის უახლესი წინადადებით უკმაყოფილოა
.
გამოცემა განმარტავს, რომ ირანის უახლესი წინადადება ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის განხილვის გადადებას მანამ, სანამ ომი არ დასრულდება და სპარსეთის ყურიდან გადაზიდვებთან დაკავშირებული დავები არ მოგვარდება.
დონალდ ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმირებული ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შეთავაზებამ აშშ დააკმაყოფილოს, რადგან ის მიიჩნევს, რომ ბირთვული საკითხები თავიდანვე უნდა განიხილებოდეს. სწორედ ამ მიზეზით, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ირანის წინადადებით.

April 28, 05:32
Файлы недоступны
1
Открыть в Telegram


ნიკოლ ფაშინიანი - დღის წესრიგში დგას საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი და ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებებს უკვე მივაღწიეთ
.
„რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში, ჩვენ გავაგრძელებთ და გონივრულ ვადებში დავასრულებთ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციას. ასევე, დღის წესრიგში დგას საქართველოსთან ჩვენი საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებებს უკვე მივაღწიეთ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.